საერთაშორისო, ღია ტენდერის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის „კახეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“-ის ფარგლე
20 აპრილი 2021
სამშენებლო სამუშაოები მომსახურების შესყიდვა |
ბოლო ვადა: 2021 წლის 1 ივნისი 12:00 |
ქვეყანა: საქართველო
საიდ.-N°: BMZ 2015 68 260
წინასაკვალიფიკაციო შერჩევა
პროექტი: საერთაშორისო, ღია ტენდერის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის „კახეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“-ის ფარგლებში
შემსყიდველი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“
პროექტის აღწერა: პროექტის მთავარი მიზანია კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 2 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობა და აღჭურვა; 6 ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა და აღჭურვა; მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო, ნარჩენების შეგროვების და ქუჩების დასუფთავების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და გადაცემა; რეგიონებში არსებული 7 ნაგავსაყრელის დახურვა; კახეთში საპილოტე კომპოსტირების საწარმოს მოწყობა.
შესასყიდი მომსახურება: შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების მომსახურება მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქ. ზუგდიდის მახლობლად, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, 2 (ზუგდიდისა და ფოთის) არსებული ნაგავსაყრელების დახურვას და 3 ნარჩენების გადამტვირთავი ობიექტის (სადგურის) მოწყობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლებიც მოემსახურებიან სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს. არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიდი ნეძის მიმდებარედ.
გამოცდილი კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება დოკუმენტით “პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, ნაგებობის, საქონლისა და არა საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ დადგენილი ნორმებით (იხ. https://www.kfw-entwicklungsbank.de/PDF/Download-Center/PDF-Dokumente-Richtlinien/Vergaberichtlinien-2019-Englisch-Internet_2.pdf). ხელშეკრულება დაიდება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის მყარი ნარჩენების მართვის სფეროში, გააჩნია საქმიანობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ იმეილზე: t.dzimistarishvili@hotmail.com